logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი
გიორგი გახარია: ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი
09:41 01.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საუბრობს. ჟურნალისტების კითხვაზე, საჭიროა თუ არა გამკაცრდეს დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გარკვეული მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინსიტროს მკაცრი მიდგომა აქვს, თუმცა რიგი მიმართულებები კომპლექსურია და სხვადასხვა მიდგომებს საჭიროებს.

„ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიდგომა და იქ სადაც ამის აუცილებლობა არის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იქნება უაღრესად მკაცრი. ისევე, როგორც გვქონდა ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, ნარკოდანაშაულის ნაწილში, ქურდული მენტალიტეტით გამოწვეული დანაშაულის ნაწილში, სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში კონკრეტული შედეგებიც გვაქვს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამკაცრებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულთან უმკაცრეს ბრძოლაზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ორგანიზებული დანაშაულით მოტივირებული დანაშაულები, როგორიც არის მძიმე დანაშაულები - ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკოდანაშაული - აქ ერთმნიშვნელოვნად გვექნება კლება, იმიტომ, რომ ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ის დანაშაული, რომელიც არის გამოწვეული ყოფით ნიადაგზე, სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, როგორიცაა მაგალითად წვრილმანი ქურდობა, ოჯახში ძალადობა, როგორიც არის მსუბუქი დაჭრები და ა.შ. აქ არის გასამკაცრებელი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ პოლიციის სიმკაცრე, საკითხს ვერ გადაწყვეტს იმიტომ, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა. აქ საჭიროა როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით, კულტურული მიმართულებით და სხვა ბევრი მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. ძალიან კარგი მაგალითია არასრულწლოვნების თემა, სადაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვნახეთ, რომ ძალზედ ხარისხიანი პროგრესი გვაქვს კანონმდებლობის ნაწილში, თუმცა აღსრულების ნაწილი გაგვიჭირდა და როგორც შედეგი, მივიღეთ ის, რომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ქურდობის ნაწილში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა