logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2018 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მისცა
სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2018 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მისცა
10:06 28.03.2019
2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა. ნათქვამია ანგარიშში, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

სუსის ცნობით, ამავე პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 21, ქრთამის მიცემის - 3, თაღლითობის - 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 4, სამსახურებრივი გულგრილობის - 13, სამსახურებრივი სიყალბის - 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე.

„2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად არაერთი საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე - თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და საგარეჯოს რაიონის საკრებულოს სოფელ უჯარმის დეპუტატი.

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, ხოლო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მთლიანობაში დაკავებულ იქნა აფთიაქების 5 მფლობელი და 14 დირექტორი. სულ პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა“, - წერია ანგარიშში.

ამასთან,  2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ირანის ისლამური რესპუბლიკის 7 მოქალაქე. ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 2 097 000 ლარი შეადგინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა