კაცი, რომელიც კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სამართალამცველებთან მოლაპარაკების შემდეგ, სახურავიდან ჩამოვიდა.
მოქალაქე ლუკა ფეიქრიშვილია. ის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვდა.
მისი თქმით, საპატრულო პოლიცია უთვალთვალებს, რის გამოც ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევა.
ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

















