logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს
სახალხო დამცველი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს
16:41 27.03.2019
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2018 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. საგულისხმოა, რომ რეკომენდაციების დარჩენილი ნაწილი შესრულების პროცესშია. სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მოხსენება კომიტეტს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. სახალხო დამცველმა ასევე, დადებითად შეაფასა „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. ნინო ლომჯარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგია ყველა იმ რეკომენდაციასა და საერთაშორისო სტანდარტს ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარებას.

საუბარია „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე“, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს N385 ბრძანებით დაამტკიცა. ახალი სტრატეგია და 2019-2020 წლების გეგმა მიზნად ისახავს ეფექტიანი და ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობას. სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

დოკუმენტი მოიცავს პენიტენციურ სისტემაში ეფექტიანი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფას; დაწესებულებებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას; ბრალდებულების, მსჯავრდებულების, სტუმრებისა და თანამშრომლების უფლებების დაცვას; სისტემაში ჯანსაღი გარემოს შექმნას; სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასა და ყველა სათანადო კანონთან, რეგულაციასა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას; სისტემის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

პენიტენციური სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროს მიდგომაა ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს; ამასთან, მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისკენ. სწორედ ამისთვის, სისტემაში უკვე დაიწყო რეფორმები ინფრასტრუქტურის, თანამშრომელთა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს დასახული სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად ძალისხმევის გაძლიერებას; ამ მიზნების მიღწევისთვის სათანადო, დეტალურად გაწერილი ღონისძიებების გატარებას. ამ პროცესში კი სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახალხო დამცველისა და პარტნიორი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა