logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მეზვრიშვილი: სახალხო დამცველის რეკომენდაციების საკითხებთან  დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ გვქონია
მეზვრიშვილი: სახალხო დამცველის რეკომენდაციების საკითხებთან დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ გვქონია
12:27 27.03.2019
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების განხილვა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ეხებოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიერ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილის შესრულება მიმდინარე პროცესშია.

„რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული. არ ყოფილა ისეთი საკითხი რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა გვქონდა. არის რაღაც წვრილმანი საკითხები, რომელიც ახლაც მიმდინარე ფაზაშია, თუმცა ძირითადი რეკომენდაციები არის შესრულებული. იყო რეკომენდაციები დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი შესრულებულია. არაერთი ახალი იზოლატორი გავხსენით და გავარემონტეთ, თითოეულ დაკავებულზე 4 კვადრატული მეტრის მოთხოვნა, რომელიც ასევე წამების ევროპული კომიტეტის მოთხოვნაც იყო, ეს ნაწილიც შესრულებულია. იყო ცალკეული რეკომენდაციები ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად. ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციად გამოვყოფდი სტატისტიკური მონაცემების წარმოების გაუმჯობესებას, რაც გაუმჯობესებულია. იგულისხმება 112-ში შემოსული შეტყობინებები ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა იყო - ეს საკითხი მოვაგვარეთ. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ასევე, რისკის შეფასების ინსტრუმენტის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, ოჯახში ძალადობის საქმეებზე და ეს რეკომენდაციას უკვე შესრულებულია. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე იყო რეკომენდაცია და ყველამ კარგად იცის, აქ რამხელა პროგრესი გვაქვს. სამჯერ არის გაზრდილი მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები, 150-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული. კამერებთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები რომლებიც ასევე შესრულებულია, ეს არ იყო მხოლოდ სახალხო დამცველის რეკომენდაცია. როდესაც ჩვენ მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირველი რაც ვთქვით, რომ კამერებით უნდა მოგვეხდინა პოლიციის დაწესებულებების აღჭურვა. დეპარტამენტებში, განყოფილებებში, სამმართველოებში კამერები დამონტაჟებულია,ფუნქციონირებს. ახალი სამხრე კამერებით არიან აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები.

არის რაღაც რეკომენდაციები რომელიც არის ნაწილობრივ შესრულებული, იმიტომ რომ მიმდინარე პროცესშია. მაგალითად იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა. ბუნებრივია 29-ვე იზოლატორში ერთ თვეში ვერ მოხერხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ ნაწილში უკვე გახსნილია, ნაწილში მიმდინარე პროცესია.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა