logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო ეკატერინე ქვლივიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ეკატერინე ქვლივიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
12:05 27.03.2019
2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ქალბატონ ეკატერინე ქვლივიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით.

"ეკატერინე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49-ა თასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ ქალბატონ ეკატერინეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით. („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტის შესაბამისად თავდაცვის უწყებამ მოითხოვა კონტრაქტის დარღვევის საფუძველზე კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.) ამის შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და იგი კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გააფრთხილებს პირს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ვალდებულია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტრო როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და მოუფრთხილდეს საქართველოს მოქალაქეებისა და პარტნიორების მიერ დახარჯულ თითოეულ თეთრს და აღნიშნული თანხა რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

შესაბამისად, საკონტრაქტო პირობებს, მათ შორის ძვირადღირებულ უცხოური სამხედრო განათლების მიღებას, გააჩნია თავისი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას.

გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროვებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობენ გენდერული მრჩევლები, ხოლო მონიტორინგს უწევს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებობს 2014 წლიდან და რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. ჯგუფს ასევე აქვს საკონსულტაციო ფუნქცია და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურეს თუ სამოქალაქო პირს შეუძლია დაუკავშირდეს რაიმე საჩივრის, შემთხვევის, შეკითხვის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში. ჯგუფი ანგარიშვალდებულია მინისტრის მოადგილესთან და ჯგუფის ხელმძღვანელს ამ და სხვა ნებისმიერი მნიშნელოვანი საკითხის განხილვა შეუძლია მასთან ყოველდღიურ რეჟიმში. ამასთანავე მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, დაკავშირება შესაძლებელია, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან/და შესაბამისი ყუთების საშუალებით, სადაც შესაძლებელია წერილის მოთავსება ანონიმურობის დაცვით", - ნათქვამია თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა