logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საია სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას მოითხოვს
საია სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას მოითხოვს
13:19 26.03.2019
საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და მოითხოვს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას. მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდება და პირი არ იცნობა სამართალდამრღვევად, ამ პირისათვის ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავების ქმედების უკანონობა დადგინდება.

"სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სახელმწიფო მოსამსახურეების ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების ეფექტური მექანიზმის უზრუნველყოფა პირისთვის, რადგან მას უწევს მისი კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვის ატანა, მიუხედავად იმისა, რომ უფლების შემზღუდველი ღონისძიება გამოყენებული იყო კანონიერად.

აღნიშნული ნორმის ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ იგი არ მოიცავს ადმინისტრაციულ დაკავებას, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეთა ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურების საფუძველს, რის გამოც, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, პირს არ აუნაზღაუდება ზიანი, თუ არ დადგინდება უფლების შემზღუდველი ღონისძიების უკანონობა, მიუხედავად იმისა, რომ მის უფლებაში ჩარევა საბოლოოდ გაუმართლებელი აღმოჩნდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებს ცვლილება შეიტანოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში და განისაზღვროს, რომ ადმინისტრაციული დაკავება წარმოადგენს რეაბილიტირებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველს, მიუხედავად სახელმწიფო მოსამსახურის ბრალისა", - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა