logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: რაც უფრო ჰუმანურია მართლმსაჯულების სისტემა, მით უფრო მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს
გიორგი გახარია: რაც უფრო ჰუმანურია მართლმსაჯულების სისტემა, მით უფრო მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს
12:37 23.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიამ დანაშაულზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა.

„2012 წლამდე იყო აშკარა ჩამოყალიბებული რეპრესიული მანქანა, რომლისთვისაც მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა აგებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ რეპრესიული სისტემის ინტერესის ვერტიკალზე. შესაბამისად პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სისტემა იყო ერთიანი ვერტიკალი, რომლის ძირითადი პრინციპი მუშაობის იყო რეპრესიაზე დამყარებული მართლმსაჯულება.

როდესაც გაჩნდა არჩევნების შემდგომ ეს სივრცე მოხდა სისტემის ჰუმანიზაცია, ეს ჰუმანური სისტემა და ეს ჯაჭვიც დაინგრა. თუმცა აგერ ვარ და ამას ვაღიარებ და პირდაპირ ვამბობ, რომ რაც უფრო ჰუმანურია მართლმსაჯულების სისტემა მით უფრო მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ეს ფაქტია და ეს სივრცე გაჩნდა პრობლემური. შესაბამისად დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, ჯერ ერთი, რომ ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. ბევრი ისეთი დანაშაულია, მაგალითად არასრულწლოვნები, სადაც მე გულწრფელად ვთვლი, რომ 14 წლამდე კი არა სკოლაში საერთოდ პოლიციას არაფერი არ ესაქმება, მაგრამ იმ ქურდობების ნახევარზე მეტი მოდის სწორედ 21 წლამდე, დღეს საზოგადოების პრობლემაა ჩვენთან ერთად და ამას ვამბობ, რომ როდესაც რეპრესიული სისტემა, უცებ ერთ მომენტში გახდა ჰუმანური და მას ვერ დაეწია შესაბამისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი, მივიღეთ ის რაც მივიღეთ. სწორედ აქედან გამომდინარე შინაარსობრივად ვალაგებთ ანალიზზე დაფუძნებულ ქმედებებს და რეფორმების გეგმას, რასაც ახლა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვახორციელებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმნიშვნელოვნად აქვს გააზრებული, რომ ქვეყანაში არსებობს კრიმინალის რამდენიმე წყარო, სერიოზული. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოდანაშაული, მაგალითად კრიმინალური მენტალიტეტი - ჩვენ სამხრეთული ერი ვართ, გარკვეული რომანტიზმით.
ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ყველა ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება იქნება უმკაცრესი, აქ არანაირი კომპრომისი არ იქნება და თქვენ თუ შეხედავთ დღეს გახსნის მაჩვენებელს, თქვენ თუ შეხედავთ დღეს მძიმე დანაშაულის სტატისტიკას და ნახავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აქ იმ ადამიანს, რომელსაც ეს აინტერესებს თანამიმდევრულობას და შინაარსს ერთმნიშვნელოვნად დაინახავს. თუმცა როგორც კი მივადგებით ყოფით ნიადაგზე, იმპულსურ დანაშაულს, რომელიც მართლა გაიზარდა, ამას თავისი ახსნა აქვს. ამას ახსნა აქვს ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემა უკვე არის სხვა, სასამართლო სისტემა ეს არის სხვა, პროკურატურა არის უკვე სხვა.

ყაჩაღობა არის მძიმე დანაშაული, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ გამოყოფილი მიდგომა და კონკრეტული ქმედებები, სადაც ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არასრულწლოვანი ჩადის დანაშაულს, ეს ჩვენ თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ - რამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ ჩვენ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა