logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შს სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოზიტიურად აფასებს
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შს სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოზიტიურად აფასებს
12:27 23.03.2019
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოზიტიურადაა შეფასებული.

აუდიტის პერიოდი 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს მოიცავს. ანგარიში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირებასა და სოციალური მუშაკის ჩართულობას, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება. ასევე, პოზიტიურად ფასდება რისკების შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის ინსტრუქციის შექმნა. აღნიშნულია, რომ ძალადობის კუთხით გამკაცრებულმა სასჯელმა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამინისტროს მხრიდან რეაგირების პროცესი.

სახელმწიფო აუდიტმა ხაზი გაუსვა 2018 წელს, ოჯახში დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობის შემცირებას, რასაც უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ რეფორმებსა და გამკაცრებულ რეაგირებას უკავშირებს. ასევე, ყურადღება გამახვილებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მზარდ რაოდენობაზე, რაც ასევე სამინისტროს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ღონისძიებები წინგადადგმული ნაბიჯია და ძალადობის შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებას თვისობრივად აუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი 2018 წელს დაიწყო. სამინისტრომ სხვადასხვა სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გამომძიებელთა შესაძლებლობები და გაზარდა გამოძიების ხარისხი. შედეგად, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც. აღნიშნულ ანგარიშში გამოკვეთილია სამინისტროს მიერ სამართალდამცველთა პროფესიონალიზმის ამაღლებისა და 2018 წელს განხორციელებული აქტივობების როლი, რომლის მიზანიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა