logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გახარია: პოლიცია დღეს სრულად აკონტროლებს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენული, ისე, მართლწესრიგის მიმართულებით
გახარია: პოლიცია დღეს სრულად აკონტროლებს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენული, ისე, მართლწესრიგის მიმართულებით
12:23 23.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრესი, როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ასევე პოლიციის ხარისხის მიმართულებით, ყოველთვიურად გაუმჯობესდება.

„საქართველოს ბანკში მომხდარი შემთხვევა გახსნილი იყო მესამე დღეს. ყაჩაღობების ნაწილში, გვაქვს კლება, ერთმნიშვნელოვნად. ეს ციფრებია, შეიძლება ერთ კვირაში, ერთ თვეში რაღაცა ერთმანეთს დაედო, მაგრამ სტატისტიკურად რომ ნახოთ, წლიდან წლამდე, აქ არის კლება. გეუბნებით, რომ მატება მართლაც არის, ისეთ მგრძნობიარე თემაში, როგორიც არის ქურდობა. 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სტატისტიკასთან მიდგომის ცვლილება დაიწყო. რა თქმა უნდა ეს პროცესია და ჩვენ 1 დღეში 40 000 პოლიციელს ვერ გადავაკეთებდით. ამიტომ არის ეტაპობრივი ვარდნა და აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე, აპრილის თვეში დამიძახეთ და მაშინ ვნახოთ როგორი იქნება პროცენტი. რაც ახლა ხდება სხვადასხვა მედიასაშუალებებით, ამას თავისი მიზანი აქვს. ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია დღეს სრულად აკონტროლებს იმას, რა ხდება ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენული მიმართულებით, ასევე, მართლწესრიგის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ პროგრესი როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ასევე პოლიციის ხარისხის მიმართულებით, ყოველთვიურად გაუმჯობესდება და ამის ფაქტები არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც იანვრიდან სწორდება და აპრილის შემდგომ უკვე მნიშვნელოვნად გამოსწორდება. 2018 წლიდან, იქ სადაც მცირე ეჭვი მაინც არსებობს შემადგენლობაზე, ყველაფერი რეგისტრირდება. მაგალითად, როდესაც, სადღაც სოფელში, ზემო აჭარაში, სოფლის მცხოვრები აკეთებს განცხადებას, რომ მას სახლში, სადაც 1 თვე არ იყო, ადგილზე არ დახვდა რაღაც ნივთი და ამით მოდის პოლიციაში, ამაზე არ იწყება იქ რაღაც მოკვლევები, დადგენები, დაკითხვები, მაშინვე აღიძვრება საქმე. რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად და სხვა სახის კომპრომისებით, შეუძლებელი იქნებოდა აღრიცხვიანობის სტანდარტის დაწესება. ვთვლით, რომ ეს არის სწორი და ასე უნდა გავაგრძელოთ და რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იძახონ რომ კრიმინალი გაიზარდა და რაც არ უნდა გამოგვყვნენ იმ ნაწილში რაც ხდება, სწორედ იმ დანაშაულში, რომლის დამალვა ყოველთვის იყო რთული და შეუძლებელი, მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაკეთებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა