logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: 2017 და 2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველო მკვლელობების რაოდენობით ნიშნულ 100-ს ჩამოცდა
გიორგი გახარია: 2017 და 2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველო მკვლელობების რაოდენობით ნიშნულ 100-ს ჩამოცდა
12:20 23.03.2019
გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში, დანაშაულის მატება-კლების მიზეზებზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტატისტიკური მონაცემები განიხილა.

„პირველი - რეალურად, პრობლემის გადაწყვეტისთვის პრობლემის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, როდესაც სტატისტიკაზე ვთქვით, რომ სტატისტიკის აღრიცხვიანობა და გამოქვეყნება იქნება სრულად ტრანსპარენტული. ძალიან კარგად მესმოდა და ვიცოდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ეს იქნებოდა გამოყენებული ძალზედ მძლავრ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ზემოქმედებისთვის და ზეწოლისთვის, რაც ახლა ფაქტობრივად ხდება. მახსოვს, პარლამენტში ვთქვი კიდეც - მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, 1 წელიწადში ზუსტად ასეთი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ მაინც ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით. ეს პრინციპული თემაა ჩვენთვის, ფასეულობების თემაა. რატომ? იმიტომ, რომ თუ არ მოვახდინეთ პრობლემის სწორ იდენტიფიცირებას, ამ პრობლემის სისტემური გადაწყვეტა ვერ მოხერხდება. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ცვლილებებზე. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ნულოვანი ტოლერანტობა და მსგავსი - ეს არის მოკლე ვადაში პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. გრძელვადიანში მსგავსი ინსტრუმენტებით პრობლემა ვერ წყდება.
სტატისტიკას თუ შევაფასებთ ობიექტურად ვნახავთ ერთ რამეს, რომ მძიმე დანაშაული, ისეთი როგორიც არის მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა - ყველაფერი რაც არის მძიმე, აქ ჩვენ ვდგევართ ამ ერთი და იგივე დონეზე, ან გვაქვს შემცირება, უმნიშვნელო, მაგრამ შემცირება. ობიექტურ ციფრებზე და რეალობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რომ ავიღოთ სტატისტიკური ციფრები, კონკრეტული ციფრები 2001 წლიდან, მაგალითად, მკვლელობის ნაწილში - 108, 109 მუხლი - ისეთი დაბალი, მცირე რაოდენობა, როგორიც გვაქვს 2017 და 2018 წელს, არ გვქონია არასდროს. 2017 და 2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველო მკვლელობების რაოდენობით ჩამოცდა ნიშნულ 100-ს. ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიც არის ყაჩაღობა, ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვნად კლება და ეს ყველაფერი ფიქსირდება.
ეხლა გავაგრძელოთ... ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის კარგად. როდესაც ვსაუბრობთ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ რაზე ვსაუბრობთ, ციფრებზე ვსაუბრობთ, მათემატიკაა. თუმცა, ისეთი დანაშაული როგორიც არის ქურდობა, არის გაზრდილი, ერთმნიშვნელოვნად და არის საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილი. იმ საერთო ზრდის, 2018 წლის ზრდის 62%-ი მოდის სხეულის მსუბუქ დაზიანებებზე და ქონების წინააღმდეგ დანაშაულზე“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა