logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ბევრ ნოვატორულ მიდგომას ითვალისწინებს
ანრი ოხანაშვილი: იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ბევრ ნოვატორულ მიდგომას ითვალისწინებს
16:27 21.03.2019
პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეფასებები გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თეა წულუკიანს სოლიდური, ანალიტიკური და კომპლექსური მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტსა და სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა.

"მე ვისაუბრებ იმ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რა პერსპექტივებიც ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროსთან დაგეგმილი და იმ საინტერესო კანონპროექტებზე, რომლებიც 2019-2020 წლების ფარგლებში იქნება ინიცირებული საქართველოს პარლამენტში.

იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრ ნოვატორულ მიდგომას სასჯელებთან დაკავშირებით, ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის წარმოდგენას პარლამენტში. სააღსრულებო კუთხით შეიქმნება ახალი კოდექსი, რომლის ძირითადი არსიც სააღსრულებო კოდექსის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგება გახლავთ.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უნდა დაინიცირდეს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში, მისი ძირითადი არსია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული დირექტივებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ასახვა.

ასევე ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის ავტორი იქნება იუსტიციის სამინისტრო და ამ ცვლილებებით ერთ სამართლებრივ აქტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდაცია მოხდება.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უკვე ინიცირებულია სამინისტროს ავტორობით, არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და პროგრესული დოკუმენტი. უკანასკნელ პერიოდში თანამედროვე მსოფლიოში ტენდენციაა დავების გადაწყვეტა ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით. სწორედ აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება კანონპროექტი მედიაციის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ზოგადად საქართველოში მყოფი ადამიანებისთვის, მათი დარღვეული უფლებების დარღვევისთვის ისეთი გზის შეთავაზება, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში, მედიაციის მეშვეობით დავის გადაწყვეტა რათა დაიხარჯოს მცირე დრო, ნაკლები დანახარჯი და ფინანსური რესურსები იყოს დაზოგილი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობასთან ერთად, ოპოზიციონერ კოლეგებს სამუშაო პროცესებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

"თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც ბავშვის უფლებების დაცვისთვის მყარი გარანტიები ჩადო, ამიტომ თქვენ უნდა აღიაროთ ხოლმე ასეთი საკითხები, თუმცა ერთი პრინციპული საკითხი არის, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ და ეს თქვენს ტოტალურ უუნარობაზე მიუთითებს, იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აღიაროთ წარმატება.

ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც საუბრობთ კრიტიკაზე, კრიტიკა მისაღებია ჩვენთვის, თუ ეს იქნება ობიექტური, მაგრამ იმის აღიარება მაინც უნდა შეგეძლოთ, რომ სახელმწიფოთა შორის დავას როდესაც იგებს საქართველო და საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, 10 მლნ ევროს გადახდა ეკისრება რუსეთს, ეს უნდა აღიაროთ. ეს არის გამარჯვება ჩვენი მოქალაქეებისათვის, ეს არის გამარჯვება იუსტიციის სამინისტროსთვის და დიდი მადლობა ამისთვის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა