logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას
მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას
12:28 21.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაესწრო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის მიერ იყო ორგანიზებული. ნათია მეზვრიშვილმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული პროგრესის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

"დღეს არის ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება კამპანიას "მე ვირჩევ თანასწორობას," რომელიც ევროსაბჭოს ინიციატივით ტარდება. ზოგადად დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს 2018 წელს, როგორც გამოძიების ხარისხის კუთხით, ისე დისკრიმინაციის მოტივების იდენტიფიცირების კუთხით - რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ მთლიანად სამინისტრო, ჩვენი ყველა სტრუქტურული დანაყოფი, თუ ეს საჭირო იქნება, ცნობიერების ამაღლებისთვის და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებისთვის, ამ კამპანიაში ჩავერთოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის დისკრიმინაციას და სამინისტრო ეფექტიანად გამოიძიებს ძალადობის ყველა სისხლის სამართლის საქმეს, განურჩევლად იმისა ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და სხვა დისკრიმინაციული ნიშნისა.

შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დღეს იმ გადადგმულ ნაბიჯებზე და პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განვახორციელოთ გამოძიების ეტაპზე, გამომძიებელთა სპეციალურ ჯგუფზე, რომლებიც ამ კატეგორიის საქმეებზე იმუშავებენ. ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ამჟამად იხილება. კანონპროექტი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბაზების შექმნას. ასევე, ზოგადად ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას.

ვისაუბრეთ, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სფეროში გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ინტერნეტსივრცე. ამ დანაშაულმა უკვე ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ბუნებრივია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიება და ვისაუბრეთ ადრეული ქორწინების შემთხვევებზე, რომელიც სამართალდამცველი ორგანოებისთვის ასევე, ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, როგორც წესი ხდება დახურულ წრეში და გვაქვს თანამშრომლობის პრობლემები ოჯახის წევრების მხრიდან.

ჩვენ ვართ "ლანსაროტის" საერთაშორისო კონვენციის წევრები და ამ კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გვაკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მხრივ, " - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა