logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროკურორებმა და ადვოკატებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს
პროკურორებმა და ადვოკატებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს
17:39 20.03.2019
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურისა და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებმა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გადასცეს.

„საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარებას და პროკურორთა პროფესიული სტანდარტის მუდმივ ამაღლებას. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლება მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რაც მიზნად ისახავს იურიდიული სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდას იმისათვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში.

თეორიულ მასალასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკული მაგალითებისა და კაზუსების განხილვას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ თემატურ დისკუსიებში.

3-თვიანი კურსის ფარგლებში ერთობლივი სწავლება 20-მა პროკურორმა და 17-მა ადვოკატმა გაიარა. აღნიშნული მიმართულებით, იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება",- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა