logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახალხო დამცველი მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განადებას ავრცელებს
14:53 20.03.2019
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი , რომლის განხილვა გასულ კვირას დაიწყო, ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ მომენტში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს, - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემა დიდი გამოწვევების წინაშეა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკის საგანია. განსაკუთრებული მღელვარება მოყვა გასული წლის დეკემბერში, ნაჩქარევად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტისათვის წარდგენას. სპეციალური პროცედურის არარსებობის პირობებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ აჩვენა საკითხის განხილვის მაღალი სტანდარტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ზოგიერთ შემთხვევაში არ არის გამჭვირვალე და ხშირად საკითხები კონფლიქტურ ვითარებაში იხილება.

დღის წესრიგში არსებული გამოწვევები მოითხოვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც გამორიცხავს თვითნებურ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად გააჯანსაღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დასაბუთების, გამჭვირვალობის გაზრდის გზით. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ამ მიზნებს სრულად ვერ აღწევს და იგივე შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის. პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებულ იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად, უსამართლო გადაწყვეტილებების შინაარსის ცვლილების გარეშე.
წარმოდგენილი კანონის პროექტთან მიმართებით სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები:

ასევე მივმართავთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODHIR), კანონპროექტის დამატებითი სამართლებრივი შეფასებისათვის. საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ ინსტიტუციას, უფლება აქვს მიმართოს ODIHR-ს. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია წარმოადგინოს მოსაზრებები და კომენტარები კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე აღებულ სახელმწიფოს ვალდებულებებთან. სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ექცევა ეუთოს მანდატის ქვეშ და წარსულში მათ ამ მიმართულებით არაერთი მოსაზრება აქვთ მომზადებული. იმედს ვიტოვებთ, შესაძლებელი იქნება დაჩქარებულ რეჟიმში კანონპროექტის შესახებ მოსაზრებების მომზადება და წარმოდგენა.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო იქნება მიღებული, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა