logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა
თეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა
13:04 20.03.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების ახალშექმნილი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს - ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა.

მინისტრის თქმით, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს (N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019).

მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით „სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.

ამასთანავე, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ბადრაგების (ამჟამად ესკორტის ოფიცრები) უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ.


ახალი უნიფორმები 300 ესკორტის ოფიცერს გადაეცა. ამით 70 პროცენტით აღიჭურვა ახლახან შექმნილი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, რომელიც 2019 წლის თებერვალში ბადრაგირებისა და სასჯელაღსრულების ე.წ. „სპეცნაზის“ გაუქმებული დანაყოფების ბაზაზე შეიქმნა. ესკორტის მოქმედ ოფიცერთა და კონკურსის შედეგად შემომატებული ახალი კადრების უნიფორმებით სრულად აღჭურვა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.

ესკორტის ოფიცრებში ხელფასების ზრდა ორ ეტაპად განხორციელდა და საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. (ჯამში 1780 პირი), უნიფორმების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება. ამიტომაც, 2019 წლის 30 იანვარს გამოცხადდა ტენდერი 1800 კომპლექტზე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრულია, რომ უნიფორმები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი, ასევე უნდა ჰქონდეს ორწლიანი გარანტია. შესაბამისი სატენდერო და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ, უნიფორმები მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მიეწოდებათ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა