logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყებაზე
ნათია მეზვრიშვილი: გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყებაზე
18:39 19.03.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზიო ეთერში, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას გულისხმობს. ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზო ჩართვაში განმარტება გააკეთა, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმის კონცეფცია.

„ეს რეფორმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმუშავა, არის იმ ხაზის და მიმდინარე რეფორმების გაგრძელება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. რეალურად, დღეს ჩვენ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში გვაქვს შემდეგი მდგომარეობა: გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, დღეს პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც. ამას უშვებს დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო. დღევანდელ მოცემულობაში გამომძიებლები საკმაოდ მიჯაჭვულნი არიან პროკურორებზე, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას არიან მოკლებულები, რასაც ბუნებრივია აქვს თავისი მიზეზები. ეს მიზეზები ორგვარად შეიძლება წარმოვაჩინოთ. ერთი - პრაქტიკაში არსებული პრობლემები, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა გამომძიებლების კვალიფიკაციის მიმართულებით. საკმაოდ დაბალი იყო მათი კვალიფიკაცია და დღესაც გარკვეულწილად ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მეორე - არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ის საპროცესო კოდექსი, რომელიც იქნა მიღებული 2010 წლიდან, რომელმაც პროკურორი ერთგვარი დომინანტის როლში წარმოადგინა, გამოძიების პროცესის მიმდინარეობის დროს და საკმაოდ დააკნინა გამომძიებლის როლი. ჩვენ ამ ყველაფერს ახლა ვასწორებთ და ფუნქციების გამიჯვნის შემდეგ, გამომძიებელი დამოუკიდებლად შეძლებს გამოძიების ჩატარებას, დაიწყებს გამოძიებას, განსაზღვრავს გამოძიების მიმართულებებს და პროკურორს ექნება წმინდა საზედამხედველო ფუნქცია. დამოუკიდებლობის გაზრდასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება გამომძიებლის პასუხისმგებლობაც, რამაც საბოლოო ჯამში, ხარისხის ზრდამდე უნდა მიგვიყვანოს, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში, რეალურად ძალიან დაბალია გამომძიებლების მოტივაცია, რომ ხარისხიანი გამოძიება ჩაატარონ. რადგან ეს პასუხისმგებლობები, როგორც უკვე აღვნიშნე, გადანაწილებულია 2 სუბიექტს შორის. ამიტომ, რეფორმის შემდეგ, მკაფიოდ იტყვის კანონი, რომ გამომძიებელი პასუხისმგებელია გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, პროკურორი პასუხისმგებელია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არ დაწყების საკითხზე და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. რეფორმის შემდგომ, ბუნებრივია შევინარჩუნებთ პროკურორის საზედამხედველო ფუნქციას, დაახლოებით ისე, როგორც ეს არის ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში - წმინდა საზედამხედველო ფუნქციით და არა ისეთი აქტიური როლით, როგორიც დღეს მოცემული კანონმდებლობის პირობებში პროკურორს აქვს. მაგალითად, უფლება აქვს, რომ განსაზღვროს გამოძიების მიმართულებები, მიიღოს გადაწყვეტილებები ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე და ა.შ.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა