logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს
დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს
14:30 19.03.2019
პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის სტერეო პლუსის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, დავით ზილფიმიანი საკუთარი უფლების დასაცავად ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

პარალელურად, მისი ორი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი. პროცესი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოჰყვა რომლის თანახმადაც დავით ზილფიმიანის ქონება დაყადაღდა.

საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის Chemexim International-ის მიერ დაწყებულ დავას. კომპანიის მფლობელის დავით ბეჟუაშვილის სარჩელი, რომლითაც ბიზნესმენი დავით ზილფიმიანს სესხის დაბრუნებას სთხოვდა, პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიიღეს იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება ვერ წარადგინა.
დავით ზილფიმიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი 7 წლის წინ, სტერეო პლუსის დარბევით დაწებული ისტორიის გაგრძელებაა. ზილფიმიანის განცხადებით, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ დარბევის საქმე პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია. დავით ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ Chemexim International-ის მიერ დაწყებულ დავაშიც იგივე ფიგურები მონაწილეობენ.

„უზენაესმა სასამართლომ მთლიანად შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შედეგები. არ დააბრუნა საქმე წარმოებაში, რაც უნდა გაეკეთებინა, თუ მიაჩნდა, რომ არასწორი იყო. თვითონ განიხილა, ზეპირი მოსმენის გარეშე. ორი დავის მოგების შემდეგ, ლოგიკურია, მოველოდი, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებდა მიღებულ გადაწყვეტილებებს. მესამე ინსტანციამ, მოულოდნელად გამოიტანა საპირისპირო გადაწყვეტილება.
პირველი ორი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ახლა ჩემთვის ნულოვანი შედეგი აქვს. ერთადერთი კუნძული, რასაც შეიძლება, მივაკითხო, საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელმაც უკვე შეაჩერა აღსრულება“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

იგი ამბობს, რომ მისი მიზანი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების სრულად გაუქმებაა - „არ დავყრით ფარ-ხმალს და გადავინაცვლებთ ევროპულ სასამართლოში. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლომდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება“.

„ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის ადვილად მიღწევადია ყველაფერი. უზენაეს სასამართლოში გარემო, ალბათ, მზად იყო იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. არავისთვის არ არის დასამალი, როგორ კომფორტულად იმყოფება მსგავსი ბიზნესმენი საქართველოში“ - აღნიშნვს სტერეო პლუსის დამფუძნებელი.

უზენაესმა სასამართლომ Chemexim International-ის სარჩელი ახალი მოტივაციით განიხილა. დავით ზილფიმიანის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და მასზე მხარეების დასწრების ვალდებულება არსებობდა.

„უზენაესმა სასამართლომ პირველი ორი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ახალი არგუმენტაციით გააუქმა. გადაწყვეტილება საპროცესო დარღვევით გამოიტანა - საკუთარი არგუმენტაციით, ისეთი არგუმენტაციით, რომელიც მხარეებს არ მოუხმიათ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს.

ეს არგუმენტაციაა, თითქოს ქვემორე სასამართლოებმა არ იხელმძღვანელეს სესხის ხელშეკრულების პრეზუმფციით, რომლესაც თითქოს ითვალისწინებს კანონი. ამგვარ პრეზუმფციას კანონი არ ითვალისწინებს. მიუთითა რა ამგვარ პრეზუმფციაზე, უზენაესმა სასამართლომ არამხოლოდ არასწორად განმარტა კანონი, არამედ თავად შექმნა კანონის ნორმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“ - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მესამე ინსტანციის სასამართლოს, თუ სურდა გადაწყვეტილება დაეფუძნებინა არგუმენტზე, რომლის განხილვაც არ მომხდარა, „უნდა დაენიშნა საქმის ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისთვის დაესვა შესაბამისი შეკითხვები და მიეღო მოსაზრებები, საქმის იმგვარად გადაწყვეტაზე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა უზენაეს სასამართლოს“.

ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის VI მუხლი.

„უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სათანადო პრაქტიკით, რომლის თანახად, თუ სასამართლოს სურს, მოიხმოს საკუთარი არგუმენტი და ამ არგუმენტზე დააფუძნოს გადაწყვეტილება, ვალდებულია, დანიშნოს ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებისგან მოისმინპს არგუმენტები. ამგვარის დარღვევა იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რამდენიმე გარემოების გამო. ამიტომ მიგვაჩნია რომ უსზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონოც და დაუსაბუთებელიც“ - ამბობს ბარამიძე.

დავით ზილფიმიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს. მეორე - ზეპირი მოსმენის გარეშე, საკუთარი არგუმენტაციის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაძლოობის დაუშვებლობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა