ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს
ასცდა-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დღეს საღამოს, 17სთ:50 წთ ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი- ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური"-აცხადებენ რკინიგზაში.

















