logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დე ფაქტო მთავრობები და საოკუპაციო ძალები ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავენ
დე ფაქტო მთავრობები და საოკუპაციო ძალები ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავენ
17:24 14.03.2019
საქართველოს კონსტიტუციით, კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, უცხოეთში მგზავრობას, ემიგრაციასა და სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ დე ფაქტო მთავრობები და რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ უფლებებს ზღუდავდნენ.

იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილების, დაბრუნების მსურველი ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად მთავრობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა.

ქვეყნის შიგნით გადაადგილება: ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, ვინაიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა შეუძლებელი იყო. ე.წ. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 300,000 პირის უმრავლესობას საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი ჰქონდა, მაგრამ კონფლიქტები პოლიტიკურად მოუგვარებელი იყო და მათთვის სათანადო უსაფრთხოება და პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და გადაადგილების თავისუფლების უფლებები უზრუნველყოფილი არ იყო.

იყო ცნობები იმის შესახებ, რომ წლის ბოლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის ე.წ. აფხაზეთში შესვლა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან დაიშვებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ამის გამო ე.წ. აფხაზეთში შესვლა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო შეეზღუდათ. ე.წ. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული მგზავრობის ნებართვები ერთადერთი დოკუმენტი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მიმართულებით გადაკვეთის შესაძლებლობას იძლეოდა.

ე.წ. აფხაზეთის ზოგიერთ მცხოვრებს, რომლებსაც ქართული პასპორტები ჰქონდათ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურისგან ნებართვა უნდა აეღოთ, რომ აფხაზეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ორივე მიმართულებით გადაეკვეთათ. ქართული პასპორტების მფლობელებს გამშვები პუნქტის გავლა და აფხაზეთში შესვლა იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ შემოწმებულ მოსაწვევებს წარმოადგენდნენ. შესვლის უფლებას ეს სამსახური ყველა შემთხვევაში არ იძლეოდა, რის გამოც გარკვეულ ადგილებამდე მიღწევა შეზღუდული იყო. აგვისტოში დე ფაქტო ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საბჭოთა პასპორტები, რომლებსაც აფხაზეთში მცხოვრები ათასობით ქართველი იყენებდა, გამშვები პუნქტების გასავლელად აღარ გამოდგებოდა, რამაც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შემოსავლის წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შემდეგ დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. აფხაზეთში აღარ შემოუშვა ზოგიერთი ეთნიკური ქართველი, რომელიც თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საბჭოთა პასპორტების გამოყენებით გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ძალადაკარგული საბუთების მქონე პირებს აფხაზეთში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის საშუალება ექნებოდათ, რაც მათ გადაადგილების საშუალებას მისცემდა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, თუ როგორ უნდა გატარებულიყო რეალობაში ეს რეგულაციები.

საქართველოს კანონმდებლობა მეზობელი ქვეყნებიდან (ანუ რუსეთიდან) ოკუპირებულ რეგიონებში შესვლასა და იქიდან რუსეთში გადასვლას კრძალავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა