logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს ოკუპირებული გალში ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს ოკუპირებული გალში ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს
15:33 14.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2019 წლის 10 მარტს, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს საოკუპაციო ხაზზე აფხაზეთის რეგიონში და გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე სოფელ ნაბაკევში, სადაც დაფიქსირდა მისი გარდაცვალების ფაქტი. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოსვენებულია საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს შესაბამის ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ობიექტური გარემოებები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ სათანადო შეფასება მისცენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშად შელახვისა და სიცოცხლის ხელყოფის გახშირებულ ფაქტებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მხარდაჭერისა და სიაში შესულ პირებზე შემზღუდავი ზომების ამოქმედების აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის ფაქტების პრევენცია.

შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეტ რუდმა აღნიშნა, რომ აშშ დაელოდება უფრო მეტი დეტალის გამომჟღავნებას და გამოძიების შედეგებს, თუმცა მანამდე საჭიროა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს საქართველოს მიმართ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ ვაშინგტონში, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებს რუსულ და დეფაქტო ხელისუფლების ციხეებში, როგორც ცხინვალის რეგიონში ისე აფხაზეთის ტერიტორიებზე. ამჯერად სახეზე გვაქვს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, რომელიც კიდევ ერთი ტრაგიკული მოვლენაა. აშშ დაელოდება უფრო მეტი დეტალის გამომჟღავნებას და გამოძიების შედეგებს, თუმცა მანამდე საჭიროა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საერთაშორისო მოლაპარაკებებში და სხვა სახის ფორმატებში, რათა გარანტირებულ იქნას გადაჭრილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და დავარწმუნოთ რუსეთი შეასრულოს 2008 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის ჯარების გაყვანის პირობა საქართველოს ტერიტორიებიდან" - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მუნიემ შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოხატა, რომ საქმის გამოძიება იქნება გამჭირვალე და კეთილსინდისიერი, რომელიც დაადგენს სიმართლეს.

"პირველ რიგში მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი აქვს მსგავს შემთხვევებს ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს იქნება გამჭირვალე კეთილსინდისიერი და დადგინდება რეალობაში რა მოხდა. იმიტომ რომ მედიიდან ძალიან სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მოდის, მაგალითად თვითმკვლელობის, სასტიკად ცემის თუ სხვა ფაქტების შესახებ, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. თუმცა ფაქტი, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე არის საგულისხმო ინფორმაცია და საჭიროა გამახვილდეს ამაზე ყურადღება" - აღნიშნა პასკალ მუნიემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა