რუსთავში, ლეონიძის N4-ში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგო გადავარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ერთე-რთი ვერსიით, მეცხრე სართულზე გოგო მეობართან ერთად ფოტოს იღებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულის მსობლები საქართველოში არ არიან. ადგილობრივები არასრულწლოვანს არ იცნობდნენ და აცხადებენ, რომ ის ამ ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

















