logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება
პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება
15:25 12.03.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესების რეფორმაზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც N 6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე და მისი მოადგილეები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესების რეფორმას. მსჯელობის შედეგად შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს და სისტემა ეტაპობრივად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პენიტენციურ სამსახურს უფრო მიმზიდველს გახდის ახალგაზრდებისთვის, ან მათთვის ვისაც კონტრაქტის საფუძველზე დააინტერესებს, რომ პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სფეროში იმსახუროს.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაო შეხვედრის დროს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ახალი დაწესებულებები, რომლებიც ლაითურში, ქსანში და რუსთავში უნდა გაიხსნას (სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, ან სამუშაოები დაგეგმვის პროცესშია), ჩვენ ახალი სისტემა გვექნება, ანუ ამ დაწესებულებების გარე პერიმეტრს დაიცავენ არა წვევამდელები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები. რაც შეეხება 15 მოქმედ დაწესებულებას, აქ შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის საფუძველზე ეტაპობრივად შევცვლით მოქმედ, ანუ ძველ სისტემას ახლით. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის სწორი რჩევებისთვის. მოგეხსენებათ, ის არის სამხედრო საქმის ექსპერტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირა ირაკლი სესიაშვილმა, რომლის თქმით, აღნიშნული წამოწყების განხორციელება ხელს შეუწყობს იმ მიზანს, რომ წვევამდელები მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში იყვნენ დასაქმებულები.

„მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად გაუქმდეს წვევამდელთა მიღება. ეს არის მთავრობის და პარლამენტის ერთიანი სულისკვეთება. დიახ, ჩვენ ვამბობთ, და გავატარებთ იმ პოლიტიკას, რომ ყველა წვევამდელი უნდა ემსახურებოდეს საერთო თავდაცვის და სამხედრო მიზნებს. ამიტომ კარგია, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელების გაწვევა აღარ მოხდება, რაც რა თქმა უნდა, იმ დისკომფორტს მოხსნის, რაც (უნდა ვაღიაროთ) წვევამდელებს ამ სისტემაში სამსახურის დროს აქვთ. შესაბამისად, მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ წვევამდელებმა იმსახურონ იმ უწყებებში, რომლებიც მოემსახურება თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო მიზნებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა