ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 23 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

















