პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ხურციძე შუახევის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
შსს ინფორმაციით, ხურციძეს სამართალდამცავები გუშინ მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით კითხავენ.
„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურმან დუბაძის თქმით, კოალიციის ადვოკატები შუახევში უკვე გაგემგზავრნენ, რომლებიც საქმის ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
გიორგი ხურციძე დღეს, 11 საათზე მახინჯაურში მეგობართან იმყოფებოდა, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

















