logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
11:34 27.02.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ.-მ 2018 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, საქართველოში ყოფნის პერიოდში, შეიძინა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები - 20,09 გრ. ალფა-პვპე (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრ. მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 15,45 გრ. მდმა (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. აღნიშნული ნარკოტიკების ნაწილი ს.ზ.-მ პაკეტებად დააფასოვა და გასაღების მიზნით ქ.თბილისის სხვადასხვა უბნებში 147 სპეციალურად მონიშნულ ადგილზე განათავსა, რაც სამართალდამცველებმა გამოძიების პროცესში ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ს.ზ. 2018 წლის 24 მაისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) და 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა