logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მეზვრიშვილი: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ უწყებები კონკრეტულ გეგმასა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებს განსაზღვარავენ
მეზვრიშვილი: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ უწყებები კონკრეტულ გეგმასა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებს განსაზღვარავენ
14:40 25.02.2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასრულწლოვანთა დანაშაულის

პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე დღეს, „თბილისი მერიოტში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და გაუზიარა სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას სხვადსხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. დღეს, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით, იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა უფრო მეტად პრევენციული მიმართულებით. უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს, არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმიტომ, რომ ამ ნაწილში პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ნაკლებად ეხება, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, როგორიც არის მაგალითად განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო.

ასევე, მოვუწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადონ. ბუნებრივია არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური, არამედ მთელი ის ექსპერტული ცოდნა რაც აქვთ, რომ მოახმარონ ამ მიმართულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია არასრულწლოვნებს შორის დანაშაული, ძირითადად ეს გახლავთ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენ მომავალში აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც კანონის გამკაცრება მოუწევს სახელმწიფოს. პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. კანონის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება იმიტომ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომლექსურია ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა.

გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასახვეწია რეფერირების მექანიზმი. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მოზარდი მოდის, უკვე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, საკითხის ასე დასმა, როგორი უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება, როდესაც არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ - არასწორია. უფრო სწორია დავსვათ კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დანაშაული არ ჩაიდინონ არასრულწლოვნებმა. ამიტომ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე. უწყებები შეიკრიბებიან, უკვე განისაზღვრება კონკრეტული გეგმა და უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები“. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა