logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ზვიად კუპრავას დაკავებისას პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა
ნათია მეზვრიშვილი: ზვიად კუპრავას დაკავებისას პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა
14:36 25.02.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის,ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია, პოლიცია პროპორციულ ძალას იყენებს.

მისივე თქმით, პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკითხი უპრეცედენტო ნამდვილად არ არის.

„სასამართლოს უპატივცემულობისთვის არ შეფარდებია ბატონ ზვიად კუპრავას პატიმრობა, სასამართლოს უპატივცემულობისთვის მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. ეს არის კანონის მოთხოვნა, გირაოს პირობაც სასამართლომ დააკისრა, რომ არ უნდა ჩაედინა ახალი დანაშაული, უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის მიერ გამოძახებისთანავე და თავი არ უნდა აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის - ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ეს ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ამ შემთხვევაში - პატიმრობით. განხორციელდა ეს პროცედურა, ვინაიდან ბატონმა ზვიად კუპრავამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის პერიოდში, მანამ სანამ მის მიმართ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ჩაიდინა სავარაუდოდ ახალი დანაშაული. სავარაუდოდ ვამბობ იმიტომ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ ამ შემთხვევაში.

მას ბრალი წარედგინა 126 მუხლით, ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ეს გახდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას, მისი დაკავება დაფიქსირებულია პოლიციელების სამხრე კამერებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია, პოლიცია იყენებს პროპორციულ ძალას, ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. თუ რამე ძალის გამოყენებას ჰქონდა იქ ადგილი, პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რაც არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ყველა დაკავებული პირის მიმართ, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა