logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის
შსს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის
14:32 25.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა გახსნეს.

უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მოწვეულ სტუმრებს არასრულწლოვანთა დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, არ არის საკმარისი ცალკეული სახელმწიფო უწყებების ძალისხმევა და საჭიროა მათ შორის კოორდინაციის გაზრდა. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია მხოლოდ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი.

აღინიშნა არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, კერძოდ, 2018 წელს გადამზადდა პოლიციის ასეულობით თანამშრომელი, თბილისის მასშტაბით გამოიყო გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებენ, დაინერგა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რუსთავში მოეწყო არასრულწლოვნის გამოკითხვის სივრცე, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა რისკის ჯგუფის ბავშვებთან, მომზადდა და მთავრობას წარედგინა კანონპროექტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ასევე, მთელი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი მიმდინარეობდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ მიმართულებით მუშაობა 2019 წელსაც აქტიურად გრძელდება. დანაშაულის პრევენციის მიზნით, შეიქმნება სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზა, რომლის საშუალებითაც მოძალადეთა მონიტორინგი განხორციელდება. გააქტიურდება მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრები ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების იდენტიფიკაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

არასრუწლოვანთა დანაშაულის გამოწვევის მიზეზების უკეთ გაანალიზების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მონაცემები წარმოადგინა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შორის 42% იყო ოჯახში ძალადობა, 22% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 13% - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, 12% - სექსუალური ძალადობა (ამათგან, 7% ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი), 10% - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო 1% - სხვადასხვა სახის დანაშაული.

ამ მიმართულებით ძირითად პრობლემად გამოიკვეთა მსხვერპლების, მათი მშობლებისა და იმ პირთა მხრიდან საგამოძიებო ორგანოსათვის დაგვიანებით მომართვა, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე პირთა) მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 78% იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, 11% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, 2% - ნარკოტიკული, 2% - სატრანსპორტო, ხოლო 6% - სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ამ მიმართულებით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი უწყებების მხრიდან ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციისაკენ მიმართულ სერვისებში მათი დროულად ჩართვა. დანაშაულის ჩამდენი ბავშვების 90% ჩართულია სასწავლო პროცესში, თუმცა, მათი უმრავლესობის აკადემიური მოსწრება არის საშუალო ან დაბალი და ისინი სწავლის შემდგომაც არ არიან ჩართულნი სპორტულ, სახელოვნებო ან სხვა აქტივობაში.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით გამართული ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა