logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლონდა თოლორაია: მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, რათა მოზარდები დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე არ დადგნენ
ლონდა თოლორაია: მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, რათა მოზარდები დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე არ დადგნენ
11:50 25.02.2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის

ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, რისკის შემცველი არასრულწლოვნების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის პროექტებში დროულად ჩართვა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს არასრულწლოვანთა მიმართ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო სექტორს, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოვუდგინოთ რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ. ამ ანგარიშის წარმოდგენას აქვს ერთადერთი მიზანი, მიზანი იმისა, რომ კოორდინირებულად ყველა სახელმწიფო უწყებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ ავარიდოთ არასრულწლოვნები, როგორც დანაშაულის მსხვერპლობას, ასევე ის, რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე.

2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა - გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ეს გახლავთ ქურდობა. მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო ამას შემდეგ მოსდევს სხვა სახის დანაშაულები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი - პირველი, შესაძლოა ნამდვილად მოიმატა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მათი მხრიდან მომართვიანობის გაზრდაც, იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობაზე ზოგადად გაიზარდა მომართვიანობა, მათ შორის არასრულწლოვანთა მხრიდანაც. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გაზრდას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და ბავშვების საჭირო სერვისებში ჩართვა, იმისათვის რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე. რისკის შემცველი ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის პროექტებში დროულად ჩართვა.

კანონმდებლობის გამკაცრებას ნამდვილად არ ისახავს მიზნად ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, პირიქით, ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ეხება იმას, რომ პრევენციის მიზნით კიდევ უფრო კოორდინირებული გახდეს სახელმწიფო ორგანოების მუშაობა“.- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა