საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგა გომიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გომიაშვილმა ტაბიძის #35-ში მდებარე საკუთარ ბინაში თავი მოიკლა. ინციდენტის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გოგა გომიაშვილი სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს 2004 წელს მუშაობდა, რომელმაც თანამდებობა 2005 წლის მაისში დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გომიაშივილი საქართველოში „ტოიოტას ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო.

















