logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანმა საზოგადოებას პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა
თეა წულუკიანმა საზოგადოებას პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა
14:10 22.02.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა სახელმწიფო უწყებების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა.

მინისტრმა საზოგადოებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ პენიტეციური და პრობაციის სისტემების განვითარების ინიციატივები გააცნო; გაიმართა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის დახმარებით შემუშავდა. თეა წულუკიანმა ეფექტიანი და ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების უზრუნველყოფის გზებზე ისაუბრა, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს სასჯელის აღსრულების ან სასჯელის ალტერნატიული სახეებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით და ამავდროულად, პატივს სცემს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს, ღირსებას და ინდივიდუალურობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციური სამსახურის საქმიანობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და განმეორებითი დანაშაულის შემცირებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ზოგადი უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს.

„ჩვენი მისიაა, ევროკავშირთან ერთად, განვავითაროთ ისეთი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, რომლებიც უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სისტემებში ჩვენ განვავითარებთ და შევინარჩუნებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს, ხელს შევუწყობთ მათთვის სათანადო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა დავიცვათ მათი ღირსება და ადამიანის უფლებები. ჩვენ ასევე დავნერგავთ თანამედროვე და პროფესიონალური მართვის პრაქტიკას, ვითანამშრომლებთ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული სანქციების სამართლებრივი, უსაფრთხო და პროფესიონალურად აღსრულება იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ მათ უფრო ნაყოფიერად და კანონმორჩილად განაგრძონ ცხოვრება“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, ასევე დაისახა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. პროექტის მნიშვნელობაზე პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა (EU4Justice), რანდელ ბაროუზმა და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში, კარლო ნატალემაც ისაუბრეს და სამოქმედო გეგმის მიზნების ეფექტურობას გაუსვეს ხაზი. სამოქმედო გეგმაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, ხოლო არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება; პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ეფექტიანი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის განხორციელების გზით განმეორებითი დანაშაულის შემცირება და შედეგად დანაშაულის პრევენცია; პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბრალდებულების, მსჯავრდებულების, თანამშრომლების და სტუმრებისათვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა; პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ჯანსაღი გარემოს შექმნა გადამდები დაავადებების პრევენციის და შემცირების გზით, ასევე სუიციდის და თვითდაზიანების პრევენციის ზომების და ფსიქიური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება; სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და ყველა სათანადო კანონთან, რეგულაციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა სასამართლოს და საზოგადოების მოლოდინების გამართლების უზრუნველსაყოფად; სპეციალური პენიტენციური სამსახურის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის, ორგანიზაციული შესაძლებლობების და საზოგადოებისათვის გახსნილობის გაუმჯობესება და გაძლიერება შედის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა