logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა
14:32 20.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტულ ტერიტორიებზე ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც დროული რეაგირება მოხდა.

„მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა მსგავსი ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა და პირადად ჩემთვის და ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვს ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ საძირკველის ჩასასხმელად ტრანშეები უკვე გათხრილი იყო. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო, რომ მსგავსი რამ არავის გამოუვა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და მის ყველა თანამშრომელს, მადლობა გადაგიხადოთ დროული რეაგირებისთვის. გააგრძელეთ მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალური თანადგომა გექნებათ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გამოიკვეთება ის კომპანია, რომელიც მსგავსი უკანონო ფაქტების აღკვეთის შემდეგ, შესაბამის სადემონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს.

„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას მივაწვდით და ამ უკანონობას ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. ეს ადამიანები ამ ქმედებებით თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს უპირისპირდებიან. არის შემთხვევები, რომ პატარა სახლებიც აქვთ ჩადგმული და ჰგონიათ, ვინმე ამას დაუკანონებს. ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება მოახდინეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. როგორც ვიცი, ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც მსგავს სამუშაოებს შეასრულებს“ - განცხადა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა