logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ : „TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ : „TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს
13:09 18.02.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბანკში, 2008-2007 წლებში განხორციელებული ტრანზაქციებით ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საჭიროა პროცესის მეტი გამჭვირვალობა, რომელიც თანაბრად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ საგამოძიებო ორგანოს მოქმედებების საჯაროობით, სასამართლომ, მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისწავდომობით და პროცესის მონაწილე მხარეებმა - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა, საზოგადოებისთვის მეტი დოკუმენტური სიმართლის მიწოდების საშუალებებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებას სწორედ სამართლებრივი თვალსაზრისით აინტერესებს, ჰქონდა თუ არა აკრძალულ ტრანზაქციებს ადგილი, რაში გამოიხატება საგამოძიებო უწყების მხილება, რამდენად დასაბუთებული და პროპორციულია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და რა დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნია „თიბისი ბანკს“ უფლების დასაცავად. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არც ერთი მხარე არ უნდა შეიზღუდოს სამართლებრივი პრეტენზიების დასაბუთებაში. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეროვნულ დონეზე, აგრეთვე საერთაშორისო ინტანციებში, გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს სიმართლის დადგენისა და საკითხზე კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ვალდებულია ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, მათ შორის ცალსახად განიმარტოს, სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მოქმედებები, რა ფორმით და რა საფუძვლებით შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგს, წარმოადგენს თუ არა რაიმე ფორმით საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგამოძიებო უწყებების მოქმედება მმართველი პოლიტიკური პარტიის თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან პირადი უთანხმოების საკითხს ან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს, ვინაიდან აღნიშნულ მოსაზრებებს ადგილი გაუჩნდა საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება პოლიტიკური ჯგუფების, დაინტერესებული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცალკეული აქტივისტების მხრიდან შერჩევით მართლმსაჯულებაზე, უწინარეს ყოვლისა, აზიანებს „თიბისი ბანკის“ ფუნქციონირებას და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ ქმნის დესტრუქციულ წარმოდეგნებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში დემოკრატიული ინსტიტუციების ჩართვითა და საერთაშორისო დონორების მონაწილეობით უნდა მოხდეს ბანკის რეპუტაციული მდგომარეობის შენარჩუნება და ბანკი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, ჰქონდეს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საზოგადოებისთვის, რომ შესაძლო დარღვეულ უფლებას დაიცავს მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით. ორგანიზაციის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ აშუქებს საკითხს მედია, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს მიუკერძოებლობის სტანდარტებითა და საკითხის სიღმისეული, ყოველმხრივი გაშუქების ფორმით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც დაკავშირებულია ბანკების მოსახლეობის მიმართ არაკეთილსინდისიერ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაში, რაზეც პრინციპული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დღეს, „თიბისი ბანკის“ მიმართ რეპუტაციული რისკი, შესაძლებელია, მძიმედ აისახოს ქვეყნის ეკონომოკური სტაბილურობის განვითარებაზე. ამასთან, ორგანიზაციას არ გაქარწყლებია სამართლებრივი პრეტენზიები ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომლის მონაწილეობით, ბიზნესმენ, რამაზ ახვლედიანს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა ლისის ტბა. რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის განცდა თანაბრად უნდა არსებობდეს, იმის მიუხედავად, ვის რა მოცულობის დარღვეული უფლება გააჩნია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა