დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე მე დეკანოზის ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართული ვარ ამ შემთხვევის მართვაში და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგები ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩატარდა.
მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“ - განაცხადა მინისტრმა.
პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან კლინიკაში 15 თებერვალს, გვიან ღამით გადაიყვანეს.

















