logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს: დაკავებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის აღსაკვეთად პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა
შსს: დაკავებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის აღსაკვეთად პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა
18:49 16.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთ მედია საშუალებაში გასული გადაცემის ანონსს, რომლის მიხედვით თითქოს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეული პირების მიმართ ძალის გადამეტებას.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო შეახსენებს საზოგადოებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამგვარი ქმედებები, მითუმეტეს პოლიციის შენობაში მიუღებელია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსს ფაქტებზე მოახდენს შესაბამის მკაცრ რეაგირებას.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, მოქალაქე თორნიკე ც.-ზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა ჯგუფურად, რის შესახებაც მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მანვე პოლიციას მიუთითა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებზე: წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისათვის და ხულიგნობისათვის ნასამართლევ, 1999 წელს დაბადებულ თემურ ს.-ზე, წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ, 1999 წელს დაბადებული თორნიკე ს.-ზე და ამჟამად ქურდობისთვის ბრალდებულ 1998 წელს დაბადებულ თამაზ კ.-ზე.

დაზარალებულის მითითების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის დაწყებამდე, სავარაუდო ბრალდებულთაგან ერთ-ერთი თემურ ს. თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, თემურ ს.-მ მასთან ერთად დანაშაულის სავარაუდო ჩადენაში მონაწილე დანარჩენ 2 პირს მოუწოდა, დაერბიათ პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, რაც განახორციელეს კიდეც. მიუხედავად პოლიციის არაერთგზის მოწოდებისა, აღნიშნული პირები განაგრძობდნენ სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ბუნებრივია, პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციელებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა.

თემურ ს.-ს, თორნიკე ს.-ს და თამაზ კ.-ს ბრალი წარედგინათ მოქალაქე თორნიკე ც.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისთვის და პოლიციის შენობაში სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობისთვის.

პოლიციის შენობაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებულის მამამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლის მიზნით. გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგად, ამ დროისთვის, აღნიშნული ფაქტის დროს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა ან ძალის გადამეტება არ დასტურდება.

საქმის მასალები ასევე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში.
პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი დაფიქსირებულია ამავე შენობაში დამონტაჟებულ კამერებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამართალდამცავები მსგავს შემთხვევებში ყოველთვის გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას”-აცხადებენ შსს-ში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა