დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გააკეთა
.
მისი თქმით, დღეს მამალაძის მდგომარეობა სხვა დღეებთან შედარებით ბევრად მძიმეა რაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის წართმევით გამოიხატება.
მამალაძის ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს, მათ შორის მკურნალ ექიმსაც, რომ მათ სურთ, დაიმალონ დეკანოზის ამჟამინდელი მდგომარეობა.
„მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი ექიმები არიან აგრესიულები და მაქსიმალურად არ უნდათ გამოიტანოს ვინმემ ის ინფორმაცია, რაც ამ წუთას დეკანოზის მიმართ არის. ისინი გადმოდიან პირდაპირ ჩხუბზე და კამათზე“- ამბობს გიორგი ფანცულაია.
მსჯავდებული გიორგი მამალაძე წუხელ საპატიმროში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც პენიტენციური სამსახურის მიერ სასწრაფო დახმარება იქნა გამოძახებული და პაციენტის ჰოსპიტალიზება მოხდა.

















