ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა.
„თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა“-აცხადებენ საფინანსო ინსტიტუტში.

















