logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამოძიების ხარისხი გარკვეულ მიმართულებებზე
ნათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამოძიების ხარისხი გარკვეულ მიმართულებებზე
12:19 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

სამინისტროს განცხადებით, ცვლილება ერთი წლის განმავლობაში დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისა და გამოძიების ხარისხის ზრდაზე არსებითი ზეგავლენის გათვალისწინებით ხორციელდება.

"ჩვენ 2018 წლის დასაწყისში, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც მუშაობა გამოძიების ხარისხის მონიტორინგი 5 ძირითადი მიმართულებით დაევალა. ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამ ძირითადი 5 მიმართულებით, როგორიცა არის ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და სხვა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიების ხარისხი და პოლიციის მიმართ ნდობა. ამის დასტურია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დეპარტამენტის მანდატი გავაფართოოთ და გავავრცელოთ ის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა გავრცელებულ დანაშაულებზეც’’ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ამჟამად სამინისტროს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია და გამოძიების ხარისხის ცენტრალიზებულ დონეზე მონიტორინგი უაღრესად მნიშვნელოვანია.

მეზვრიშვილმა ასევე დაანონსა, რომ 2019 წლისთვის სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა