logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მოქალაქე ბესიკ ადამია საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
მოქალაქე ბესიკ ადამია საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
19:06 02.08.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელით, მოქალაქე ბესიკ ადამია საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, ადამია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის #59 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას გეგმავს.

ცენტრის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მისი კანდიდატურის წარმდგენმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა საოლქო საარჩევნო კომისიას მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების სია უნდა წარუდგინოს.

ბესიკ ადამიამ ასევე, ცესკო-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ 5 000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

„აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად მხოლოდ იმ შემთხვევაში უბრუნდება, თუ აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მაინც მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება“ - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.

მათი ინფორმაციით, თუ კანდიდატი 5000-ლარიანი დეპოზიტის საბანკო დოკუმენტს არ წარადგენს, მას რეგისტრაციაში არ გაატარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბესიკ ადამიამ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში 27 ივლისს შეიტანა.

„კონსტიტუციურ სარჩელში, მოვითხოვთ, რომ სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო დებულება შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისმა მოქმედებამ შესაძლოა, მოსარჩელის უფლებას - სხვა საარჩევნო სუბიექტებთან თანაბარ პირობებში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს“ - აცხადებენ ცენტრის წარმომადგენლები.

ამასთან, მათი განცხადებით, მოსარჩელეს აღნიშნული 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

ბესიკ ადამია საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს სარჩელი, ვინაიდან დაგვიანებამ შესაძლოა, მის უფლებებს ზიანი მიაყენოს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა