logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16:04 14.02.2019
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს., მისი საქართველოში ყოფნის დროს 2018 წლის იანვარში, უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ-ს დაუკავშირდა და თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა.

2018 წლის 4 თებერვალს მ.ხ.-ს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გ.ს -მ იგი საცხოვრებლად ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ს.-ს დაზარალებული, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

გამოძიების ეტაპზე, გ.ს. გამოძიებას მიემალა. მის მიმართ 2018 წლის 3 მაისს ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 17 მაისს, ბრალდებულის სახით ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა