ლადო ბედუკაძის მიმართ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის
მუხლით მიმდინარეობს, - ამის შესახებ Newspress-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ძალოვანი უწყების ცნობით, ინცინდენტში მონაწილე პირი გამოვლენილია.
არსებული ინფორმაციით, ბედუკაძეს ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ პატიმართან მოუხდა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.
ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს! თავდამსხმელი მიიმალა,ბედუკაძე სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს(სად არ ვიცი)“ - დაწერა მან.

















