იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა.
კენჭისყრაში ის მოსამართლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამ წელზე დიდხნიანი გამოცდილება აქვთ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში უვადოდ გაამწესეს შემდეგ მოსამართლეები: ნატრული აკობია; ეკა არეშიძე; გია ბერაია; ლერი თედორაძე; ინდირა მაშანეიშვილი; სალიხ შაინიძე; ნატო ხუჯაძე; მერაბ ჯორბენაძე უვადო მოსამართლედ გაამწესა.
უვადოდ გამწესების თხოვნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სულ 48 მოსამართლემ მიმართა.

















