logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
უზენაესმა სასამართლომ „ქართუ ბანკს“ კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ 399 755 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა
უზენაესმა სასამართლომ „ქართუ ბანკს“ კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ 399 755 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა
17:16 02.08.2012
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ქართუ ბანკს“ მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ, 399 755 დოლარის ჯარიმა დააკისრა.   როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „ქართუ ბანკს“ კი, ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მათიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ბანკს გასაჩივრების გზა აღარ აქვს, მაინც ცდილობს კანონიერი გზა მონახოს და ჯარიმა არ გადაიხადოს.
„ბანკ ქართუში“ ჯარიმის შესახებ გაფრთხილება და ვადებზე ინფორმაცია ჯერ არ მისვლიათ.
იურისტის განმარტებით, ეს საქმე 2002 წლიდან იწყება, როცა კახაბერ ვარდუკაძემ „ბანკ ქართუში“ ძვირფასეულობა დააგირავა და 163 343 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი მიიღო. 2007 წელს კრედიტის თანხა 215 567 დოლარამდე გაიზარდა, რომლის ნაწილი გადაიხადა და დავალიანება 133 190 აშშ დოლარი დარჩა.
ვარდუკაძემ თბილისის პროკურატურას „ბანკ ქართუში“ მისი ძვირფასეულობის დაკარგვის შესახებ მიმართა. შესაბამისმა სამსახურებმა ვარდუკაძის თანდასწრებით აღრიცხეს და შეისწავლეს დაგირავებული ნივთები, რომლის შედეგადაც არსებული ძვირფასეულობა და ელექტრონული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
ძვირფასეულობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 171 პაკეტიდან ერთ პაკეტში კენჭები იყო, 58 პაკეტში ბიჟუტერია, ხოლო დანარჩენ სათავსოებში ოქროს ნივთები ინახებოდა.
ვარდუკაძემ „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ სასარჩელო წარმოება დაიწყო, თითქოს ბანკმა დაკარგა ქონება, ვერ უზრუნველყო ძვირფასეულობის დაცვა და მიყენებული ზიანის 586 173 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
აღნიშნული სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.
2008 წლის 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კახაბერ ვარდუკაძე ეჭვმიტანილად ცნეს სხვისი ნივთების მითვისებაში და აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაუსწრებლად დაპატიმრება შეეფარდა. ამის შემდეგ ვარდუკაძე გამოცხადდა საგამოძიებო დეპარტამენტში და აღიარა დანაშაული - ბანკის თანამშრომელთან ერთად კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძვირფასეულობისა და ფულის მითვისება.
2008 წლის 25 ივლისს საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ვარდუკაძე დამნაშავედ ცნეს. საქმის მოსმენა განახლდა, მაგრამ საბოლოოდ 2008 წლის 17 საქტემბრის განჩინებით მხარეთა მიერ სარჩელებზე უარის გამო შეწყდა, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ვარდუკაძეს დაუბრუნდა 7 788 აშშ დოლარის ძვირფასეულობა.
2012 წლის 3 ივილსს ვარდუკაძემ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ახლად აღმოჩენილი გარემოებების მიზეზით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმის წარმოება განაახლა, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი და ბანკის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა