რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ 13 წლის ძმისშვილის
მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით აქვს წაყენებული, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა რუსთავში ორი დღის წინ მოხდა.

















