გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით ნარიმანიშვილმა დავით კირკიტაძისთვის
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
დავით კირკიტაძემ, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, პროკურორმა კი განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. პოლიციელზე თავდასხმის, ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე, ხოლო 18 დეკემბერს 1986 წელს დაბადებული ვალერი მუსაევი. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

















