logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: რიგ დანაშაულთა მაჩვენებლების ზრდა აღრიცხვიანობის გაუმჯობესებითაა გამოწვეული
ნათია მეზვრიშვილი: რიგ დანაშაულთა მაჩვენებლების ზრდა აღრიცხვიანობის გაუმჯობესებითაა გამოწვეული
15:27 05.02.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ტენდენციები წარმოადგინა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

მეზვრიშვილმა განმარტა, რომ ძირითადად კრიმინალის სტატისტიკური ზრდა განპირობებულია გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით, თუმცა არსებობს ისეთი მიმართულებები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფო უწყებების ერთობლივ მუშაობას.

„ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც, მუქარასთან, იძულებასთან მიმართებით და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით, ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულებისა მაგალითად: ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა - სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს რეალურად დღეს არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა.

ჩვენ 2018 წელს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით, არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ საკანონმდებლო თვალსაზრისით. კანონმდებლობა გავამკაცრეთ, მთელი რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოვახდინეთ. ამ პრობლემას ჩვენ არა მარტო ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით ვებრძვით (მაგალითად, ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა რომლითაც ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ვახდენთ), არამედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რომლის გასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, თავისი მანდატის ფარგლებში და რომელიც სამინისტროსთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის ერთიან ჯაჭვში ვინც ერთიანდება: სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სიტემა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავატაროთ. კრიმინალური ბუნების მქონე დანაშაულები არის გამოწვევა, ე.წ. „ქუჩურ მენტალიტეტთან“ დაკავშირებული დანაშაულები, რასაც აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2018- ში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგით ნაბიჯები და 2019-შიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა