logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი უცვლელია ან შემცირებულია
ნათია მეზვრიშვილი: მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი უცვლელია ან შემცირებულია
14:50 05.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ 2018 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საზოგადოებას მონაცემები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარუდგინა.

"დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დანაშაულის გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობას ეფუძნება, რომლის თანახმად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც.

ბუნებრივია, დანაშაულის რეგისტრაციის ამგვარი პრაქტიკა 2018 წელს ციფრებში გვაძლევს სხვაობას 2017 წელთან შედარებით.

თუმცა, მხოლოდ ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი ციფრები ვერ გახდება. მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის შინაარსის, დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკის, პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება.

მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია.

დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი ან უცვლელია ან შემცირებულია, ხოლო მატება ძირითადად იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა აღრიცხვიანობა მკვეთრად გაუმჯობესდა ან რომლებზეც მომართვიანობა გაიზარდა.

კერძოდ, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით უცვლელია მკვლელობების (108, 109) მაჩვენებელი, 2,5 %-ით შემცირებულია ყაჩაღობა, ხოლო 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე მუქარაზე, იძულებაზე და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა.

დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა.
შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ საპოლიციო საქმიანობის ხარისხის ზრდას"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა