logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: პირადი ცხოვრების ხელყოფის კანონმდებლობა კიდევ მეტად უნდა გამკაცრდეს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: პირადი ცხოვრების ხელყოფის კანონმდებლობა კიდევ მეტად უნდა გამკაცრდეს
15:13 04.02.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს , დაიწყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება და შესაბამისი ცვლილებების მომზადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ვინაიდან დაცული სიკეთის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს სრული და უპირობო მკაცრი სისხლის-სამართლებრივი პოლიტიკა და დანაშაულის მიმართ მოსალოდნელი სასჯელის სწორი საზოგადოებრივი მოლოდინები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 1571-ე მუხლები, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მართალია, დანაშაულის მიმართ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, მისი საჯარო საშუალებებით გავრცელების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და ანგარებით, არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თუმცა დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმიდან, უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს კიდევ უფრო მკაცრი საკანონმდელო ჩარჩო უნდა გააჩნდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მქონე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გასაჯაროვებას და მოითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მსხვერპლი, ბოლო წლებში, საზოგდოებისთვის ცნობილი არაერთი საჯარო სტატუსის მქონე პირი გახდა, რაც ემსახურებოდა აღნიშნული პირების საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტატუსის დისკრედიტაციას, მორალურ ტერორს და საქმიანობიდან ჩამოშორებას.

ორგანიზაცია მოითხოვს, მეტი სიცხადე და პასუხისმგებელთა წრე გამოიკვეთოს საქართველოს პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას მიმართ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტსა და დანაშაულზე. პოლიტიკოსის განცხადებით, უკანონო მასალის გავრცელება ემთხვევა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან პრინციპულ შეუთანხმებლობას, ღია დაპირისპირებას, უკანონო მასალა წარმოადგენდა ერთ-ერთი საქმის მტკიცებულებას, არ გამოირიცხება ყოფილი მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესები და დანაშაულის მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადება, არ გამოირჩეოდა პრინციპულობით. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური ნიშნით და მიზნით ჩადენილ დანაშაულს. ამიტომაც, სახელმწიფომ ობიექტური გამოძიების პირობებში, საზოგადოების ყველა კითხვას, ძალიან მოკლე დროში, პასუხი უნდა გასცეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მართალია, 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია და საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები მაღალი სტანდარტით შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, თუმცა ამ დრომდე, კვლავ პრობლემად რჩება გამოძიების ეტაპი. შესაბამისად, პროცესი მოითხოვს მეტ სანდოობას და ეფექტიანი მოქმედებების განხორციელებას, რათა შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა