61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მოხდა.
ძალოვანი უწყების ცნობით, დაპირისპირებისას არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველები ვითარებას ადგილზე არკვევენ.
ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

















